ru  ge 
მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები
ru  ge 

ვირჩევთ ქათამს

| 307 Время чтения:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ქათმის ხორცის არჩევისას.

რაზეა დამოკიდებული ქათმის ხორცის გემო?

ქათმის ხორცის ტექსტურა და მისი გემოვნებითი თვისებები პირდაპირ დამოკიდებულებაშია ქათმის გაზრდის პირობებთან, მისი კვებასა და, რა თქმა უნდა მის ასაკთან.

ყველაზე ნაზი ხორცი ექნება ახალგაზრდა ქათამს, ხოლო ყველაზე გემრიელი ხორცის ქონით შეიძლება «დაიტრაბახოს» უფრო ზრდასრულმა ქათამმა. შემწვარი, გამომცხვარი ან ქათამი გრილის მოსამზადებლად გირჩევთ შეარჩიოთ უფრო ახალგაზრდა ქათმის კარკასი, ხოლო ზრდასრული ფრინველის ხორცის გამოყენება უმჯობესია ჩასათუთქად და რაგუსთვის. და მაინც, არ ღირს ძალიან ძველი ფრინველის ყიდვა, რადგანაც იმის რისკი, რომ ხორცი გამოვა მაგარი და უგემური, საკმაოდ მაღალია.

ვირჩევთ ხარისხიან ქათამს

გარეგნული სახე. ღირს ყურადღება მივაქციოთ ფრინველის კანს: მასზე სხვადასხვა სახის ჭრილობები, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები არ უნდა იყოს. აგრეთვე შესაძლებელია ჩვენი ყურადღება მიიქციოს ქათმის არაპროპორციულობამ, კერძოდ დიდი ზომის მკერდი კიდურებთან შედარებით, რაც მიუთითებს ჰორმონების გამოყენებაზე მისი სწრაფი ზრდისთვის.

ხორცის ფორმა და ელასტიურობა. აქ გამოიყენება ის წესი, რომელიც იყენება ნებისმიერი სახის ხორცის არჩევისას. ხორცი ითვლება ახლად, თუ კარკასსზე თითის მიჭერით, იგი სწრაფად იბრუნებს წინა ფორმას. დარჩენილი ნაჭყლეტი წარმოადგენს ძველი ხორცის ნიშანს.

ქათმის ფერი. ვარდისფერი შეფერილობა ღია-ყვითელი ცხიმით მეტყველებს ახალგაზრდა ქათამზე. ხოლო ზრდასრული ქათამი ფლობს უფრო სქელ კანს, ყვითელი შეფერილობის.

სუნი. ფრინველის ხორცს არ უნდა გააჩნდეს უსიამოვნო სუნი. მჟავე, მპალი და ნესტის სუნმა უნდა მიიქციოს ჩვენი ყურადღება, და ამგვარი შენაძენისგან უმჯობესია უარი ვთქვათ.

კანის მდგომარეობა. ქათმის სიძველის და შესაძლო ავადმყოფობის ძირითად ნიშანს წარმოადგენს წებოვანი და სრიალა კანი. შესაძენი ფრინველის ხორცი უნდა ხასიათდებოდეს მშრალი და სუფთა კანით.

გაციებული თუ გაყინული? სასურველია, რომ შესაძენი ფრინველის ხორცი იყოს გაციებული, რადგანაც გაყინვისა და გალღვობის დროს ხორცი შეიძლება გახდეს უფრო მაგარი. გალღვობილი პროდუქტის განმეორებით გაყინვა არ არის რეკომენდირებული.

შეფუთვა. შესყიდვისთვის საუკეთესო ვარიანტად ითვლება გამჭირვალე შეფუთვა, რადგანაც მისი მეშვეობით უფრო მარტივია მისი შემცველობის ნახვა. შიგნით არ უნდა იყოს ცხიმის ნაჭრები, ჩამონადენები და საეჭვო ქვე-პროდუქტები. შეფუთვა უნდა შეიცავდეს ცნობებს გაყინვის თარიღის, დაფასოების და შენახვის ვადის შესახებ.

ქათმის რომელი ნაწილი ვიყიდოთ? მთლიანი კარკასის თუ ცალკეული ნაწილების არჩევა დამოკიდებულია კერძზე, რომლის მომზადებაც იგეგმება და ამაზე გამოყოფილი დროის რაოდენობისგან. გასაგებია, რომ ქათმის განუყოფელი კარკასის მომზადება უფრო მეტ დროს წაიღებს. თუმცა ჩათუთქული მთლიანი ფრინველი, რომელიც მომზადებულია თუნდაც ყველაზე მარტივი რეცეპტით, იქნება მშვენიერი ვარიანტი როგორც სადღესასწაულო კერძისთვის, აგრეთვე ჩვეულებრივი ოჯახური ვახშმისთვის.

მწარმოებლები გვთავაზობენ კარკასის დაყოფის შემდეგ ვარიანტებს: მკერდი, ფილე, ბარკალი, ბარძაყი, წვივი, ფრთები, ზურგი, ნახევარი და მეოთხედი.

ზოგადად კი, ქათმის ხორცი ძალიან პოპულარულია და ბევრს ურჩევნია იგი ხელმისაწვდომი ფასის გამო და მრავალი კერძების ვარიანტებისთვის, რომელთა მომზადებაც შესაძებელია, ფრინველის კარკასის სხვადასხვა ნაწილების გამოყენებით.

გააქვთ კითხვები — დაგვისვით!

ჩვენი კომპანიის თანამშრომლები მზად არიან პასუხი გასცენ თქვენს კითხვებს და მოამზადონ ურთიერთმომგებიანი კომერციული წინადადება.